მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა Gemini-ს ახალი მოდელები წარადგინა

Gemini 3.6 Flash
სტატიაში საუბარია:

Alphabet-ის შვილობილმა კომპანია Google-მა ხელოვნური ინტელექტის მოდელების სამი ახალი, ბიუჯეტური ვერსია წარადგინა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა მომხმარებლებს Gemini 3.6 Flash-ი, Gemini 3.5 Flash-Lite-ი და კიბერუსაფრთხოებაზე მორგებული Gemini 3.5 Flash Cyber-ი შესთავაზა. რაც შეეხება კომპანიას ფლაგმანურ მოდელს, Gemini 3.5 Pro-ს გამოშვების ზუსტი თარიღი კვლავ არ დასახელებულა. ცნობისთვის, ამ ვერსიის პრეზენტაცია თავდაპირველად ივნისში იგეგმებოდა.

Google-ის გენერალური დირექტორის, სუნდარ პიჩაის თქმით, ახლა კომპანია აქცენტს პროდუქტების ეკონომიურობაზე აკეთებს. მისი განმარტებით, Gemini-ს უახლეს მოდელებზე გადასვლით კომპანიებს წლიურად $1 მილიარდზე მეტის დაზოგვა შეუძლიათ, რადგან ისინი გაცილებით ნაკლებ ტოკენს იყენებენ, თუმცა 17%-ით უფრო ეფექტურები არიან, ვიდრე წინამორბედი ვერსიები.

რაც შეეხება Gemini 3.5 Pro-ს, რომელიც დაანონსებიდან უკვე მე-2 თვეა არ გამოსულა, როგორც ირკვევა, მისი დებიუტის გადადება შიდა მიზნების შეუსრულებლობას უკავშირდება. მოდელი განსაკუთრებით ჩამორჩება კოდირების მიმართულებით, რაც კორპორაციული სექტორისთვის ყველაზე შემოსავლიანი სეგმენტია.

უოლ-სტირტზე პროექტს ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ინვესტორებს უახლესმა ფლაგმანურმა ვერსიამ Anthropic-ის Fable 5-სა და OpenAI-ს ChatGPT 5.6-სს აჯობოს.

ცნობისთვის, Google-მა Gemini 3-ის სერია პირველად გასული წლის ნოემბერში წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები