ტექნოლოგიური გიგანტი Google აცხადებს, რომ კომპანია სხვადასხვა გუნდის ასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს - Alphabet-ი საოპერაციო ხარჯების შემცირებას განაგრძობს, რის გამოც Google-ი შვილობილი კომპანია FitBit-ის თანადამფუძნებლებმა - ჯეიმს პარკმა და ერიკ ფრიდმენმაც დატოვეს - წერს Reuters.
Google-ის ინფორმაციით, ასობით თანამშრომელს გაათავისუფლებენ ხმოვანი ასისტენტის დეპარტამენტიდან და იმავე ბედს გაიზიარებენ ტექნიკური და საინჟინრო გუნდის ასობით წევრიც, რომლებიც Pixel-ზე, Nest-სა და FitBit-ზე არიან პასუხისმგებელნი. თანამშრომელთა უმრავლესობა სამსახურს დატოვებს აუგმენტური რეალობის (AR) გუნდიდანაც.
Google-მა ფიტნესაპლიკაცია FitBit 2021 წელს $2.1 მილიარდად შეიძინა, თუმცა მას შემდეგ Pixel-ის საათების წარმოება/გაუმჯობესებაში ჩადებული რესურსები გაზარდა - FitBit-ის ტექნოლოგია კი ერთგვარი კონკურენტია Pixel Watch-ისთვის.
როგორც Google-ის წარმომადგენელი Reuters-თან აცხადებს, 2023 წლის მეორე ნახევარში კომპანიის სხვადასხვა გუნდმა ცვლილებები განიცადა - უფრო ეფექტური და უკეთესი მუშაობისთვის. ასევე, რესურსები ყველაზე პრიორიტეტულ პროდუქტებში გადანაწილდა. მისი თქმითვე, საორგანიზაციო საკითხების ცვლილებები კვლავ მიმდინარეობს, რის გამოც მსოფლიოს მასშტაბით კადრების შემცირება გაგრძელდება.
ზუსტად რამდენი ადამიანი დაითხოვა კომპანიამ, უცნობია. თუმცა ვიცით, რომ 2023 წლის იანვარში Alphabet-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სამუშაო ძალას 6%-ით შემცირდებოდა და 12 000-მდე ადამიანს დაითხოვდა. 2023 სექტემბერში კი კომპანიაში 182 381 თანამშრომელი იყო რეგისტრირებული.