Google-მა საფრანგეთში სასამართლო დავა მოიგო. შედეგად კომპანიას არ მოუწევს,1,1 მიილარდი ევროს მოცულობის გადასახადის გადახდა.
პარიზის სასამართლომ დაადგინა, რომ ირლანდიაში რეგისტრირებული საძიებო სისტემა არ იყო ვალდებული, საფრანგეთში გადასახადები გადაეხადა. მიუხედავად იმისა, რომ Google საფრანგეთში 700 ადამიანს ქირაობს, სარეკლამო კონტრაქტები ფორმდება ირლანდიის გავლით და არა საფრანგეთში. 2015 წელს კომპანიამ საფრანგეთში მხოლოდ 6,7 მიილონი ევრო გადაიხადა გადასახადების სახით.
"Google არ არის ვალდებული გადაიხადოს გადასახადები საფრანგეთში 2005-2010 წლების პერიოდში",- დაადგინა სასამართლომ.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში Google რეკორდული თანხით დაჯარიმდა. ევროკავშირის რეგულატორმა Google-ს 2,7 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

























