მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google Map-ზე თბილისის ავტობუსების განახლებული ნომრები ჯერ არ დამატებულა

625688896e9f4
მარიამ ადამია
13.04.22 21:10
1206

2022 წლის მარტში, საქართველოში 211,484 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 266.3%-ია, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან კი 34.1%-ია.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების თქმით, 211, 484 საერთაშორისო მოგზაურს შორის, ის ნაწილი, რომელიც დედაქალაქში გადაადგილდება და ამისთვის GOOGLE MAPS-ს მოიხმარს, ფაქტობრივად, იკარგება, რადგან თბილისის ავტობუსების განახლებული ნომრები ჯერ შეცვლილი არ არის და ტურისტების მხრიდან, უკმაყოფილება სწორედ ამ მიმართულებით ფიქსირდება.

შესაბამისად BMG დაინტერესდა თუ ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და რატომ ვერ მოხდა დროულად ინფორმაციის დარედაქტირება? - ამ კითხვით კომპანია AzRy-ის ტრანსპორტის მიმართულების ანალიტიკოსს, გიგი დაბრუნდაშვილს მივმართეთ, რომელიც გვიყვება, რომ GOOGLE MAPS-ზე თბილისის ავტობუსების განახლებული ნომრების დამატებაზე პასუხისმგებელი თავად GOOGLE MAPS-ია.

“ნებისმიერი ცვლილება, სატრანსპორტო სისტემაში მყისიერად აისახება სისტემაში. ჩვენ დარედაქტირებული ფაილი GOOGLE ტრანზიტს დროულად მივაწოდეთ, რომელიც შემდგომ გარკვეულ პროცედურებს გადის და შემდეგ უკვე სისტემას ემატება, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში სატრანსპორტო კუთხით, დიდი ცვლილებები განხორციელდა, ამიტომაც პროცედურებიც გაიწელა. მაგრამ პროცესი დაწყებულია და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში, GOOGLE MAPS-ზე განახლებული ინფორმაცია დაემატება,” - ამბობს გადაცემა “საქმიან დილაში” კომპანია AzRy-ის ტრანსპორტის მიმართულების ანალიტიკოსი, გიგი დაბრუნდაშვილი.

ცნობისთვის, 2006 წლიდან დღემდე, საქართველოში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი AzRy-ს მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფითა და შესაბამისი აპარატურული საშუალებებით იმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები