მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google: ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთში ინტერნეტ ზარები უფასოა

5788c3217ca27
BM.GE
15.07.16 15:00
1377
ამერიკული ინტერნეტ კომპანიამ Google Inc ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთში განსახორციელებელი ყველა ზარი უფასო გახადა, - ამის შესახებ Google-ის პრესსამსახურში განაცხადეს.
 
როგორც აღინიშნა, ადამიანი, რომელიც Hangouts, Google Voice და Fi-ის უჭერს მხარს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საფრანგეთში ზარს უფასოდ განახორციელებს.
გარდა ამისა, მათთვის, ვინც კერძოდ ნიცაში იმყოფება კომპნაიამ საფრანგეთის ხელისუფლებისგან განახლებული Google Now ბარათები გამოაქვეყნა.

“ტერაქტის შემდეგ, იმისათვის, რომ ადამიანებმა თავიანთ ახლობლებთან კავშირის არ გაწყვიტონ, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ზარები საფრანგეთში უფასო უნდა იყოს“- განუმარტეს ჟურნალისტებს კომპანიის წარმომადგენლებმა.

უფასო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს სთავაზობს მომხმარებელს T-Mobile, Sprint და AT&T.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები