მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google საფრანგეთს მილიარდ ევროს გადაუხდის

5d7b97670ef9b
მიშა ხაჩიძე
13.09.19 17:19
1221
ამერიკული ინტერნეტგიგანტი Google საფრანგეთთან საგადასახადო დავის ფარგლებში დაახლოებით 1 მილიარდი ევროს გადაიხდის. აღნიშნული გადაწყვეტილება პარიზში მთავრობასთან მიღწეულ საპროცესო შეთანხმებაშია გაწერილი. Google–მა ადრე მსგავსი ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთთან და იტალიასთანაც გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად, Google საფრანგეთში დამატებით 465 მილიონი ევროს გადასახადს გადაიხდის. ამას ემატება გადასახადების დამალვის საქმეზე ჯარიმა 500 მილიონი დოლარის ოდენობით. რომელიც ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ფინანსურმა პროკურორმა გაასაჯაროვა. Google- მა გარიგება ოფიციალურად დაადასტურა. ამ შეთანხმებით ოთხწლიანი გამოძიება მთავრდება.

შეგახსენებთ, რომ დავა მხარეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრანგმა საგადასახადო სისტემის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ამერიკული ინტერნეტ გიგანტი ქვეყანაში ძალიან მინიმალურ გადასახადს იხდიდა. პროკურატურაში გამოძიება 2015 წელს დაიწყო , პროცესი დროში გაიწელა, გაიმართა ათობით სასამართლო მოსმენა და საკითხის დეტალური შემოწმება მოხდა.