Google-ის საძიებო სისტემა საქართველოს დროშით და მთის პეიზაჟებით არის წარმოდგენილი.
ე.წ დუდლის მეშვეობით, მომხმარებელს 26 მაისის თარიღთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ინფორმაციის მიღება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან - 100 წელი, დამოუკიდებლობის აღდგენიდან კი 27 წელი გავიდა. ამ თარიღების აღსანიშნავად საქართველოს მთავრობა, დედაქალაქის მერია და ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტები სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ.