მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google სრულად განახლებად ენერგიაზე გადადის

5a26692494242
BM.GE
05.12.17 13:38
914
Google განახლებადი ენერგიის მსოფლიოში პირველი უმსხვილესი კორპორატიული მყიდველი გახდა. კორპორაციის მიერ შეძენილმა სუფთა ენერგიის სიმძლავრემ 3 გეგავატი შეადგინა, ხოლო აღნიშნულ სფეროში Google-ის ინვესტიციების საერთო მოცულობამ 3.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კომპანიის გადაწყვეტილება ნაწილობრივ განახლებადი ენერგიის ფასების კლებასაც უკავშირდება - უკანასკნელ ექვს წელიწადში ქარის ენერგიით მიღებული ელექტროენერგიის ფასი საშუალოდ 60-80%-ით შემცირდა.
Electrek-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტ საძიებო სისტემა მზისა და ქარის ენერგიის 100%-იან მოხმარებაზე ოფიციალურად გადადის. კორპორაციამ სამ მსხვილ ქარის ელექტროსადგურთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

Google-მა მიმდინარე წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ენერგიის ტრადიციულ წყაროებზე უარს ამბობს და 2017 წლის ბოლოდან მისი ოფისები და მონაცემთა ცენტრები განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადავლენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები