მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google თავისი სმარტფონების წარმოებას ინდოეთში იწყებს

google

Google საკუთარი Pixel სერიის სმარტფონების წარმოებას, საერთაშორისო თუ ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ინდოეთში იწყებს. კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, პირველი სმარტფონი, რომელიც ინდოეთში აიწყობა, Google Pixel 8 იქნება.

Google-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ ინდოეთში აწყობილი მობილურები 2024 წლიდან გამოჩნდება ბაზარზე.

“Pixel-ის სმარტფონებისთვის ინდოეთის ბაზარი პრიორიტეტულია. ჩვენი მიზანია, ჩვენი საუკეთესო მოწყობილობები და მობილურებში ჩაშენებული საუკეთესო სისტემები მსოფლიოს მასშტაბით თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს”, - განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, რიკ ოსტერლომ.

ამავდროულად, Apple, რომლის გაყიდვების ზრდაზეც ინდოეთში პროდუქტის რეკლამირებამ დიდი გავლენა იქონია, ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, მათ მიერ გაყიდული სმარტფონების 7%-ზე სწორედ ინდოეთის ბაზარი იქნება პასუხისმგებელი. რაც 2 პროცენტული პუნქტით აღემატება 2023 წლის პირველი ნახევრის 5%-იან მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები