მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორამდე მაგისტრალს ორი ზოლი უნდა დაემატოს - გზების დეპარტამენტი

ჯემალ ზამბახიძე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ზაბახიძემ აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელურ დისკუსიაზე "ინფრასტრუქტურული პროექტები - საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის" თქვა, რომ გზების დეპარტამენტი გეგმავს მაგისტრალზე გორამდე დამატებით ორი ზოლის მოწყობას.

"იმისთვის რომ საქართველო გახდეს ტრანზიტის მიმართ მეგობრული და მოსახერხებელი ქვეყანა, ჩვენ ავაშენეთ 200 კილომეტრის, მზარდი მოცულობის მაგისტრალი, რაც შესაძლებლობებს აორმაგებს. ამ ეტაპზე, ჩვენ ვგეგმავთ 2 ზოლი დავუმატოთ გორამდე ტრასას. ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გავასამმაგოთ კიდეც ამ ტრასის კომფორტი და გამტარობა ისე, რომ ყველა მოგზაური და ყველა ტვირთი, რომელიც ამ გზაზე გაივლის, მოცილებული იქნება დასახლებულ პუნქტებს ორივე მიმართულებით.

შემდეგი პროგრამა, რომელიც აქვს საქართველოს გზების დეპარტამენტს, არის 760 კილომეტრზე მეტი სამანქანო ტრასების მშენებლობა და განვითარება. 71 კილომეტრის მშენებლობას ვგეგმავთ შემდეგი წლისთვის და საქართველოს თანამედროვე ტრასების მშენებლობა სრულად 2032 წელს დასრულდება", - განაცხადა მან.

ჯემალ ზაბახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მიმართულებით გზების განვითარების პროექტი მოიცავს 100 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას, თუმცა მისი მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტია.

აღმოსავლეთ დასავლეთის ტრასის გავლას ადრე სჭირდებოდა დაახლოებით 8 საათი, რადგან დასახლებულ პუნქტებს გადიოდა. მშენებლობა 2007 წელს დავიწყეთ და ყველაზე რთული ნაწილების მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ გზას მივყავართ სარფის გამშვებ პუნქტამდე.

ჩვენთვის სამომავლო პროექტი გახლავთ ანაკლიის პორტი. იმის გათვალისწინებით, რომ გეოგრაფიული მდგომარეობა და ის, რა მდგომარეობაშიც არის დღეს გზები ანაკლიის მიმართულებით, 100 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას საჭიროებს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რამდენად აუცილებელია ეს გზა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, აუცილებელია ხელი შევუწყოთ მის ოპერირებას", - განაცხადა ზაბახიძემ აბრეშუმის გზის ფორუმზე.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები