მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გორგი გახარია ლარის კურსზე: დღეს რაც ხდება ეს არის ვოლატილობა, რაც აისახება თურქეთის ლირასთან დაკავშირებით

584fd35e21218
BM.GE
13.12.16 14:50
3145
"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ვართ პატარა ღია ეკონომიკა, შესაბამისად უნდა ვიაზრებდეთ იმ მოვლენებს, რომელიც ძირითად სავაჭრო პარტნიორებში ხდება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. გიორგი გახარიამ ლარის კურსის გაუფასურების თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია თურქეთში მიმდინარე მოვლენები.

"დღეს რაც ხდება ეს არის ვოლატილობა, რაც აისახება თურქეთის ლირასთან დაკავშირებით, ესაა მოკლევადიანი პროცესი და მის დასტაბილურებას ველოდებით. ის ნაბიჯები, რომელსაც ატარებს, არის იმისთვის რომ შემოვიდეს მეტი ინვესტიცია და ეკონომიკური ზრდა იყოს მეტი, რაც არის ერთადერთი პირობა ლარის სტაბილურობისთვის.

ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე საუბრისას ვგულისხმობ ექსპორტსაც და იმპორტსაც. ექსპორტი ერთეულებში შემცირებულიც არაა, თუმცა თანხაში კი შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს რომ მთავარ საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა შემცირებულია", - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები