18 ივნისს, 21:00 საათზე, არ გამოგრჩეთ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობის ახალი ეპიზოდი Youtube-ზე.
ევროპული მოგზაურობის ახალი სტუმარია სექტა - DJ და პროდიუსერი, რომელიც ბერლინში დაფუძნდა. ის ინტერვიუში საკუთარი გამოცდილების, მუსიკის მნიშვნელობისა და რეფლექსიების შესახებ საუბრობს.
გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
ევროპული თავგადასავლების 6 ეპიზოდში მაყურებელი სამშობლოდან ფიზიკურად შორს, მაგრამ გონებრივად თუ სულიერად საქართველოსთან ძალიან ახლოს მყოფ ადამიანებს ხვდება - მათ, ვინც სამსახურისა და სპორტული კარიერის გამო, სასწავლებლად ან ზოგადად, საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში იმყოფება. ისმენს მათ პასუხებს საინტერესო, თუმცა დამაფიქრებელ, ცხოვრებისეულ კითხვებზე - კითხვებზე, რომელიც რეტროსპექტივისკენ, ახალი აღმოჩენებისა და საკუთარი თავის შეცნობისკენ გვიბიძგებს.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები, გამოიწერეთ Youtube არხი –„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.




























