მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორის გენგეგმა 5 წელია ვერ დამტკიცდა - რა აფერხებს პროცესს?

გორი

გორის გენგეგმაზე მუშაობა კონტრაქტორმა კომპანია “სითი ინსტიტუტმა” 2019 წელს დაასრულა. შესაბამისი დოკუმენტი ჩააბარა ადგილობრივ მუნიციპალიტეტსაც, თუმცა როგორც ცნობილია, დოკუმენტი ამ დრომდე არ დამტკიცებულა.

სითი ინსტიტუტ საქართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროცესები ჯანდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან შესასრულებელ გარემოს შეფასების დოკუმენტის გამო შეჩერდა. მისი თქმით, პროცესი ბოლომდე ვერ მივიდა, რის გამოც გენგეგმის დოკუმენტი ჩაბარებულია, თუმცა ამ დრომდე ვერ დამტკიცდა.

“გორის დოკუმენტი ის არის, რაზეც გული გვწყდება. არა იმიტომ, რომ ჩვენ გავაკეთეთ, მართლაც ნოვატორული და ძალიან კარგი გენგეგმის დოკუმენტი გამოვიდა. თუმცა რაღაც პროცედურების გამო, ვგულისხმობ, სტრატეგიული გარემოს შეფასების ანალიზს, რომელიც ჩვენ არ გვეხებოდა ჯანდაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროს საკითხი იყო გაჩერდა და ვეღარ დამტკიცდა დოკუმენტი. გორის გენგეგმა ჩაბარებულია, მიღებულია და ამ გეგმით რომ ვითარდებოდეს ქალაქი კარგი იქნებოდა.”-ამბობს სითი ინსტიტუტ საქართველოს ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.

ცნობისთვის, ქალაქ გორის გენგეგმის მომზადებაზე სითი ინსტიტუტთან ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა, რომლის ღირებულებაც 383 500 ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები