მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გორის გენგეგმა მუნიციპალიტეტს 2019 წელს ჩავაბარეთ, თუმცა ჯერ არ დამტკიცებულა” - მამუკა სალუქვაძე

6405ffe29bc3a
ანუკა ჯოხაძე
12.03.23 15:42
815
გორის გენგეგმაზე მუშაობა კონტრაქტორმა კომპანია “სითი ინსტიტუტმა” 2019 წელს დაასრულა. შესაბამისი დოკუმენტი ჩააბარა ადგილობრივ მუნიციპალიტეტსაც, თუმცა როგორც ცნობილია, დოკუმენტი ამ დრომდე არ დამტკიცებულა.

როგორც კომპანია “სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ამბობს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას აკეთებს, რომელსაც წლებია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ათანხმებს, თუმცა საკითხი ამ დრომდე მსჯელობის საგანია.

“პრაქტიკულად დროშიც ჩავეტიეთ და ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგად ძალიან კარგი დოკუმენტი მივიღეთ გორში. თუმცა იქ სხვა პრობლემაა. დოკუმენტი მიღებულია, თუმცა არ დამტკიცდა.

ვერ დამტკიცდა ერთი უბრალო მიზეზის გამო - მერიას თავის თავზე ჰქონდა აღებული სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასების გაკეთება და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან ვერ მოხერხდა ურთიერთობა. მათი შენიშვნები გაუგებარი იყო და ამასთან დაკავშირებით მიდიოდა დიდი ხნის განმავლობაში დისკუსია და დღესაც მიდის, მე რამდენადაც ვიცი.”- ამბობს კომპანია "სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები