მარტში გორის საჩოგბურთო კორტების რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდება - ამის შესახებ ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკა მეტრეველმა პარლამენტში, სპორტის კომიტეტზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
მეტრეველმა ასევე ისაუბრა თბილისისა და ქუთაისის კორტების მიმდინარე რეაბილიტაციაზეც.
,,გამოცხადებულია ტენდერი ქუთაისის კორტების რეაბილიტაციისთვის. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში უნდა გამოცხადდეს გორის კორტების რეაბილიტაციის ტენდერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წელს, მარტში მზიურში ცენტრალური კორტების საფარის შეცვლა იგეგმება. ეს კორტები 2015 წელს გაიხსნა ოლიმპიური თამაშებისთვის და უკვე სჭირდება რეაბილიტაცია", - განაცხადა მეტრეველმა.
ინფორმაციისთვის, გასული წლის 13 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ქუთაისის კორტების რეაბილიტაცია 1.6 მლნ ლარი ჯდება. თანხა კი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდანაა გამოყოფილი.