მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციაზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯება

5adc3a1d55b46
თამუნა დემეტრაშვილი
22.04.18 11:27
927
გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციაზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდიაფინანსებს, შემსრულებლის გამოსავლენად კი ტენდერი გამოცხადდა. პროექტის მიხედვით დაგეგმილია სალთვისის სარწყავი სისტემისა და ძლევიჯვარის არხების, ასევე მათი გამანაწილებლების რეაბილიტაცია. სალთვისის სარწყავი სისტემა საქართველოში ერთერთ უდიდეს სარწყავ სისტემად ითვლება, რომელიც ექსპლუატაციაში 1930 წელს შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები