მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

არასტანდარტული ვაშლი
BM. GE
06.09.23 16:42
22

გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელმა ოთარ შამუგიამ, საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების  წარმომადგენლები  და საკოორდინაციო შტაბში დასაქმებული ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ. საკოორდინაციო შტაბში 40-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა.

„ჩვენ წლებია ვეხმარებით ფერმერებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის არის ვაშლი, რომლის მოსავლის აღების პროცესი უკვე იწყება. როგორც გასულ წელს, წელსაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისეთ ვაშლზე, რომლის ბაზარზე რეალიზაცია ვერ განხორციელდება, გავცემთ სუბსიდიას. შარშან, ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით სამოცდაათი ათასი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა და დაახლოებით ოც მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს ამ გზით ფერმერებმა. მნიშვნელოვანია, რომ მათ არასტანდარტული ვაშლისგან დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. სახელმწიფო პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 20-მდე საწარმო ჩაერთვება.  წელს, ვაშლის მოსავლის  საპროგნოზო  მაჩვენებელია - 120 ათასი ტონა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ, 50 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები