მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში, „გარდენ მოლში“ “კავეას” კინოთეატრი გაიხსნება

გორში, „გარდენ მოლში“ “კავეას” კინოთეატრი გაიხსნება
12.11.24 11:35
2563

გორში, მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრ „გარდენ მოლში“ მალე ადგილობრივ მოსახლეობას “კავეას” თანამედროვე კინოთეატრი უმასპინძლებს.

  • “კინოთეატრი “კავეა” მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებზე მორგებული ქსელია, რომელიც, ეტაპობრივად, ქვეყნის მასშტაბით ფართოვდება. ამჯერად, სულ მალე, ის გორშიც იქნება ხელმისაწვდომი”, - განაცხადა მარკეტინგის დირექტორიმა, სალომე კუპრაშვილმა და „კავეას“ შექმნის ისტორიაც გვიამბო

„კავეა“ 2015 წელს შეიქმნა და ის არის კინოთეატრების ყველაზე დიდი მულტიპლექს ქსელი საქართველოში. ჯგუფმა მიზნად დაისახა, რომ საქართველოში კინოთეატრები ყოფილიყო საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული. მუდმივად ვცდილობთ, რომ ინდუსტრიის მთავარი სიახლეეები და მიღწევები ჩვენს ქვეყანაშიც სწრაფად დავნერგოთ და ინოვაციებს ფეხდაფემივყვებით. ბაზარზე აქტუალურობას ვინარჩუნებთ იმით, რომ, როგორც ტექნოლოგიურ ნაწილს, ასევე, რეპერტუარს მუდმივად ვავითარებთ და ვამრავალფეროვნებთ. ჩვენთან მაყურებელს შეუძლია, იხილოს როგორც ჰოლივუდის და ევროპული კინოები, ასევე, რა თქმა უნდა, თანამედროვე ქართული კინო Imax-ში, Dolby Atmos-ში და უკვე screen X-შიც.

დღეის მდგომარეობით, “კავეას” კინოთეატრების ქსელი მოიცავს „კავეა ისთ ფოინთს“, „კავეა სითი მოლს“, „კავეა გალერეას“, „კავეა თბილისი მოლს“ და წელს „კავეა“ უკვე

ბათუმშიც გაიხსნა. ეს იყო რეგიონული გაფართოებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს,

სულ მალე “კავეა” გორშიც უმასპინძლებს მაყურებელს და ეს იქნება კინოთეატრების განვითარების ახალი ფაზა.

როდიდან უმასპინძლებს „კავეა პლუსი“ მაყურებელს გორში და რას შესთავაზებს ის მოსახლეობას?

გვახარებს გორში „კავეას“ გახსნა და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ახალი და თანამედროვე კინოთეატრი კინოს ისტორიულ შენობაში დაბრუნდება.

ქალაქში კინოს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ადგილობრივების კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში. ვვარაუდობთ, რომ კინო გორში ზაფხულში გაიხსნება. გორის „კავეაში“ იგივე რეპერტუარი იქნება, რაც ყველგან არის.

რაც შეეხება თავად „გარდენ მოლს“ - ის თანამედროვე, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია. გვახარებს მმართველი მენეჯმენტის მხრიდან ზრუნვა ადგილობრივ მოსახლეობაზე და მათი სოციალური პასუხისმგებლობა, ცენტრის კონცეფციაც და სამომავლო გეგმებიც ძალზე საინტერესოა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, გვაქვს სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სავაჭრო ცენტრი, რათა აქ შესაძლებელი იყოს „კავეას“ კინოთეატრის გახსნა. „გარდენ მოლთან“ სრულიად თავსებადია ჩვენი მოთხოვნები. თანამედროვე სავაჭრო ცენტრში იქნება თანამედროვე კინოთეატრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები