მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გორში, მაგისტრალზე საწვავის გადამზიდი მანქანა იწვის, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

5cb01f122d21c
BM.GE
12.04.19 09:13
1156
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ხანძარია.

ცეცხლი ავტობანზე მოძრავ, საწვავის გადამზიდ, მისაბმელიან სატვირთო მანქანას გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი. მომხდარის გამო, მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია.

tv "პირველის" ინფორმაციით, ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები