მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის საგამოცდო მარშრუტები იცვლება - დეტალები

მართვის მოწმობა

გორში მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის სატრანსპორტო მარშრუტები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ბრძანებით დამტკიცდა.

ნორმატიული აქტის თანახმად, ცვლილება შევიდა „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებისა და მართვის მოწმობის გაცემის წესსა და პირობებში“.

კერძოდ, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა №5 დანართით გათვალისწინებული ქალაქ გორის №1 და №2 საგამოცდო მარშრუტები.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება ოფიციალურად 2026 წლის 2 ნოემბრიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები