"გორი ინნ“-ი სასტუმროს მიმდებარედ სადღესასწაულო სივრცეს აწყობს. “Inn ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას განმარტებით, ამისთვის სპეციალური კარავი შეიძინეს, რომელიც 1996 წლამდე, გორში არსებული ცირკის შენობის ფორმისაა. სივრცე 600 კვ.მ.-ს მოიცავს და 500 ადამიანზეა გათვლილი.
"იმ ადგილას, სადაც „გორი ინნ“-ი მდებარეობს, იყო ცირკის შენობა, რომელიც წლების წინ დაიწვა, ამიტომ სიმბოლურად სწორედ ამ ფორმის კარავი შევიძინეთ. ამ დროისთვის უკვე დასრულდა რკინა-ბეტონის დასხმა და მიმდინარეობს იატაკის დაგება. ვაპირებთ მოვაწყოთ სადღესასწაულო სივრცე, რომელიც უმასპინძლებს კორპორატიულ საღამოებს, ქორწილებს, საბანკეტო და სხვა სახის წვეულებებს. „გორი ინნ“-ის ოფიციალურ საზეიმო გახსნასაც ამ სივრცეში ვგეგმავთ",-აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.
250 ადამიანისთვის გათვლილი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გარდა, „გორი ინნ“-ი მომხმარებელს სხვა სივრცეებსაც სთავაზობს, რომელთა ნაწილი უკვე გახსნილია. Inn ჯგუფის ინფორმაციით, 20 მლნ - იანი ინვესტიცია აღნიშნული ობიექტისთვის კიდევ გაიზრდება, რომლის თანადაფინანსების წილი "აწარმოე საქართველოსაც" ეკუთვნის.
სივრცე დაახლოებით თვენახევარში გაიხსნება.