მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GPC აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლას გეგმავს

6279783b6f947
ნინო ტაბატაძე
10.05.22 11:04
1170
აფთიაქების მსხვილი ქსელის მფლობელი GPC აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლას გეგმავს. ახალ ბაზარზე შესვლის სტრატეგია კომპანიის მფლობელმა "საქართველოს კაპიტალმა“ ინვესტორებს წარუდგინა.

ბაზრის ათვისების გეგმის მიხედვით, ბაზარზე შესვლა The Body Shop-სა და Afflelou-ს ბრენდის ფრენჩაიზებით დაიწყება. The Body Shop-ის მაღაზიის გახსნა 2022 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

მეორე ეტაპზე, 2022 წლის ბოლომდე, განიხილება GPC-ის გახსნა ექსკლუზიური პარაფარმაცევტული ბრენდებით და ოპტიკით - Lierac, Nuxe, Embryolisse, Marseille, Afflelou Paris და ა.შ. მედიკამენტების გარეშე.

მესამე ეტაპზე, ადგილობრივ ფარმაცევტულ დისტრიბუტორებთან თანამშრომლობით, მედიკამენტების რეალიზაციაც დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში GPC-ის გაფართოების მეორე ნაბიჯი იქნება. სააფთიაქო ქსელი 2019 წლიდან წარმოდგენილია სომხეთში, სადაც 6 აფთიაქს და Body Shop-ის 2 ობიექტს ფლობს. 2021 წელს სომხეთის ბაზარზე შემოსავალი 4.8 მლნ ლარს შეადგენდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები