ჯიპისიმ მომხმარებლებს ესთეტიკური მედიცინისა და კანის მოვლის ახალი პროდუქტი ფილორგა წარუდგინა. ღონისძიება შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართა, სადაც ჯიპისის ექსკლუზიური ბრენდების მარკეტინგის ხელმძღვანელმა და კარაპს მედლაინის ესთეტიკური მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელმა დამსწრეებს ფილორგას პროდუქციის შესახებ დეტალები გაუზიარეს.