მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Grammarly-მ რებრენდიგი გამოაცხადა - რას სიახლეებს უნდა ველოდოთ Superhuman-ისგან?

Grammarly

ტექსტების გრამატიკული შემოწმების ცნობილმა ამერიკულმა პლატფორმა Grammarly-მ რებრენდინგის გადაწყვეტილება მიიღო. ამიერიდან, ის Superhuman-ის სახელით იქნება ცნობილი და მომხმარებელს დახმარებას მხოლოდ ენობრივ საკითხებში აღარ გაუწევს. ის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტად გადაკეთდება, რომელიც 100-ზე მეტ აპლიკაციასთან, ასევე ყველა ჩვეულებრივ ვებგვერდთან იქნება ადაპტირებული და მოგცემთ საშუალებას, მოკლედ შეაჯამოთ ვრცელი ტექსტი და ჩაინიშნოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. პარალელურად, თქვენი თანხმობით მას თქვენი მეილების წაკითხვისა და მათზე პასუხის გაცემის უფლებაც ექნება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ის კონკურენციას ყველასთვის კარგად ცნობილ Google Worspace-სა და Microsoft Copilot-ს გაუწევს.

Grammarly ძველ თვისებებს შეინარჩუნებს და ტექსტის ენობრივ გამართულობაზე კვლავ იზრუნებს, თუმცა ამიერიდან მეტი ყურადღება მომხმარებლის კორპორაციული საქმიანობის გამარტივებაზე გადავა. ამაში კი მნიშვნელოვან როლს სწორედ ხელოვნური ინტელექტი ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ Superhuman Go-ს ასისტენტის გამოყენება Pro-სერვისის გამომწერებს უკვე შეუძლიათ. უახლოეს თვეებში კი ის ხელმისაწვდომი რიგითი მომხმარებლებისთვისაც გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები