მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გრანდ ავენიუ" გაცილებით მეტია, ვიდრე უძრავი ქონების განვითარების პროექტი - Alkas & Han Spaces-ის ხელმძღვანელი

სსსსს

"გრანდ ავენიუ" გაცილებით მეტია, ვიდრე უძრავი ქონების განვითარების პროექტი - ამის შესახებ სიტყვით გამოსვლისას, Alkas & Han Spaces-ის ხელმძღვანელმა ავი ალკაშმა განაცხადა.

"ალბათ ნანახი გაქვთ სავაჭრო ცენტრები ტაშკენტში, ომანში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ბულგარეთში. ჩვენი დევიზია: შევქმნათ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ კვადრატული მეტრია.

დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი საუკეთესო ადგილია ასეთი ინვესტიციისთვის. "არქისთან" ერთად მოგზაურობის განმავლობაში, "გრანდ ავენიუს" უფრო ფართოდ შევხედე - ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ უძრავი ქონების განვითარების პროექტი. ეს არის თაობების შეხვედრის ადგილი. ჩვენ ვქმნით ხვალინდელ დღეს," - აცხადებს Alkas & Han Spaces-ის ხელმძღვანელი ავი ალკაში.

"ნაძალადევის რაიონში სასტუმრო "ჰილტონის“ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. ჰილტონის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში და 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია - ნაძალადევის რაიონში სასტუმროების მსოფლიო ბრენდისა და "ვინდჰემის" რეზიდენციების მშენებლობა იწყება. 21 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური უბანი - "არქი გრანდ ავენიუ" 15 ჰექტარ რეკრეაციულ ზონას მოიცავს, რომელიც დასასვენებელ და საბავშვო სივრცეებს, ველობილიკებს, ურბანულ ამფითეატრს, პადელის ცენტრს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, ფიტნესდარბაზებსა და სპას გააერთიანებს. უბანში ასევე განთავსდება რესტორნები, გასართობი სივრცეები, სკოლა და საბავშვო ბაღი. კომპანიას დაგეგმილი აქვს მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობაც რომელიც "არქი გრანდ ავენიუს" წერეთლის გამზირთან დააკავშირებს.

"გვაქვს ამბიცია, შევქმნათ თანამედროვე ვაკე" - ილია წულაია "არქი გრანდ ავენიუს" პროექტზე

პროექტი „არქი გრანდ ავენიუ" ადასტურებს ბიზნესის ნდობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური გარემოს მიმართ - ირაკლი კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები