მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები კიდევ ერთი უკან დახევაა დემოკრატიული მომავლისგან - სენატორი შაჰინი

აშშ

"ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით მიღებული მორიგი კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩასახშობად, კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია იმ დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს სურს. ასე აფასებს სენატორი ჯინ შაჰინი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას.

„პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება მკვეთრად დამოუკიდებელი აქტორები არიან“, - დაწერა სენატორმა X-ზე.

ცნობისთვის, გუშინ, ერთპარტიულმა პარლამენტმა 82 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია უცხოურ გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები