მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას თათია ნანეიშვილი შეასრულებს

თათია ნანეიშვილი

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად თათია ნანეიშვილი დაინიშნა.

თათია ნანეიშვილი, რომელიც აქამდე თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, უწყებას ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე უხელმძღვანელებს. ცვლილება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც უკვე ყოფილმა თავმჯდომარე თამარ ზოდელავამ "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი 11 600 ლარი, ანუ წლიურად 139 200 ლარია.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ახლად შექმნილი სსიპ-ია, რომლის დებულებაც მთავრობამ გასული წლის გაზაფხულზე დაამტკიცა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გამოცხადდება კონკურსი ან როდის მოხდება სააგენტოს მუდმივი ხელმძღვანელის დანიშვნა.

სააგენტო NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის შეიქმნა და მთავრობის დაქვემდებარებაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები