მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრანტის მიმღებ პირთა წრე ფართოვდება - პარლამენტმა კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

64528d41692da
BM.GE
03.05.23 20:34
926
პარლამენტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება გრანტის მიმღებ პირთა წრე და გრანტის მიღების უფლება ენიჭება საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს, თუმცა მხოლოდ ააიპ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში.

მომხსენებლის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, პროექტის მიზანია თანამშრომლობისა და მშვიდობის მშენებლობის საფუძვლის შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შორის ერთობლივი ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების ხელშეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები