მდგრადი ინფრასტრუქტურისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის სამიტი 2026“ გაიმართა. ღონისძიება მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებში გლობალური გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებმა და ინდუსტრიის ლიდერებმა იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით გლობალურად არსებობს. კონფერენციის ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო. GRAS 2026-ის ორგანიზატორების ამოცანა საქართველოში ნარჩენების სწორი მართვა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა - განსაკუთრებით იმ ზიანის შესახებ, რომელსაც გადაუმუშავებელი ნარჩენები გარემოს აყენებს.


































