მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გრძელდება სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერება" - რეგიონების რომელ კლინიკებში რა სამუშაოები მიმდინარეობს?

მიხეილ სარჯველაძე

რეგიონებში მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უწყვეტობის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო რამდენიმე წელია უწყვეტი რეჟიმით გრძელდება სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერება - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ქეთევან ბაკარაძის სადეპუტატო კითხვას.

ამის "ნათელ მაგალითად" მიხეილ სარჯველაძის წერილობით პასუხში, ქუთაისში შპს „ო. ჩხობაძის სახელობის“ 75 საწოლზე გაშლილი მულტიპროფილური საავადმყოფო სახელდება, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა და უახლესი აპარატურით აღიჭურვა.

მისივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე დასრულდება შპს „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ პედიატრიული კორპუსის მშენებლობა (92 საწოლფონდით) და დაიწყება აღჭურვის პროცესი.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გრძელდება შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ინფრასტრუქტურის და სამედიცინო აღჭურვის განახლების პროცესი, კერძოდ:

  • ბაკურიანში ახალი სტაციონარული დაწესებულების მშენებლობა;
  • ცენტრის 4 კლინიკაში (ცაგერი, ამბროლაური, თიანეთი, დმანისი) სამეანონეონატოლოგიური სერვისის ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით განყოფილებების რეაბილიტაცია;
  • ქუთაისში რეანიმაცია/ინტენსიური თერაპიის (8 საწოლი), ზოგადი ქირურგიის (21 საწოლი), საოპერაციო ბლოკისა და გადაუდებელი ამბულატორიის სერვისის სივრცეების განახლება;
  • ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულების კაპიტალური რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ კლინიკა ფუნქციონირებას გააგრძელებს 20 საწოლით (მათ შორის 15 სტაციონარი, 5 გადაუდებელი ამბულატორია).

ასევე, ადგილზე განახლდება ქირურგიული (5 საწოლი), რეანიმაცია/ინტენსიური თერაპიის (2 საწოლი), მოზრდილთა და ბავშვთა თერაპიული (6 საწოლი), სამეანონეონატოლოგიური (2 საწოლი) სერვისი. დაინერგება ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და მაღალტექნოლოგიური კვლევა.

  • ამასთანავე, დაიწყება ამბროლაურის დიალიზის ახალი შენობის მშენებლობა - განახლებული ინფრასტრუქტურა გათვლილია 5 დიალიზის საწოლზე და მოემსახურება დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ 25 ბენეფიციარს;
  • ცაგერის დაწესებულებაში კლინიკის გადაუდებელი მიმღების (3 საწოლი) რეაბილიტაცია და „აღჭურვისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამედიცინო აპარატურის განახლება;
  • გურიის (ლეკიანი) დაწესებულებაში სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია;
  • დედოფლისწყაროს დაწესებულების რეაბილიტაცია;
  • ონის გადაუდებელი მიმღების და ამბულატორიის ახალ შენობაში გადასვლა“, - წერია სადეპუტატო კითხვის პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები