მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გრძელვადიან გეგმაზე მნიშვნელოვანი ახლა იმის ცოდნაა, თუ როგორ აპირებს ქვეყანა ამ სიტუაციიდან გამოსვლას“– „ფრესკო“

60cdb7110485f
მარიამ იზორია
19.06.21 16:00
1136
„ფრესკოს“ გენერალური დირექტორი სოფიო კორძახია პრემიერის მიერ დაანონსებულ ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთი გრძელვადიანი გეგმები ნორმალურ პირობებში ბიზნესისთვის ძალიან კარგია, თუმცა, დღეს საქართველოსა და მსოფლიოში ნორმალური ვითარება არ არის.

„განვითარების გეგმის მიმართ, რომელიც 10-20-30 წლიან ხედვაზეა დამყარებული, რწმენა არა კონკრეტულ მთავრობას, არამედ მთავრობებს უნდა ჰქონდეს, რადგან იმედია იმ ქვეყნებს არ დავემსგავებით, სადაც 10 – 20 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ერთი და იგივე მთავრობაა, ეს გარკვეულწილად სოციალური კონტრაქტია, რადგან მასში ჩართული თითოეული მოქალაქე უნდა იყოს.

ზოგადად ნორმალურ ვითარებაში გრძელვადიანი გეგმა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაგეგმარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის, მაგრამ ახლა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში სიტუაცია არასტაბილურია. ვფიქრობ, გრძელვადიან გეგმაზე მნიშვნელოვანი ახლა იმის ცოდნაა, თუ როგორ აპირებს ქვეყანა ამ სიტუაციიდან გამოსვლას, ბევრი რაღაც ჩვენც არ ვიცით, მაგალითად უცნობია როდის შემცირდება შეზღუდვები, უცნობია რამდენად სწრაფად მოხდება ვაქცინაცია, როგორ მოაგვარებს მთავრობა ბაზარზე არსებულ დასაქმების პრობლემებს, როდის შემცირდება ინფლაციის ტენდეციები, ჩვენთვის, როგორც ბიზნესისთვის, უფრო მნიშვნელოვანია ინფორმაციას სწორედ ამ საკითხებზე ვფლობდეთ“ - აცხადებს „ფრესკოს“ გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, 19-20 ივნისს სახელისუფლებო გუნდი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში" ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე მსჯელობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები