მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა დაბალი რჩება - "თიბისი კაპიტალი"

ტექნიკა

"თიბისი კაპიტალის" ინფორმაციით, თებერვლის საწყისი დღეების მდგომარეობით, ტურიზმის შემოსავლებში გარკვეული აღდგენა იკვეთება, ხოლო გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა დაბალ ნიშნულზე რჩება.

"თიბისი კაპიტალის" მაკროეკონომიკურ განახლებაში ლარის გამყარების მიზეზებია განხილული. პუბლიკაციაში მოყვანილია უცხოური ვალუტის ნაკადები და აღნიშნულია, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარება სიურპრიზი არ ყოფილა, ვინაიდან წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება.

"უცხოური ვალუტის ნაკადების კიდევ ერთხელ ილუსტრაციისა და შედარებისთვის, გამოვყოფთ ძირითად წყაროებს (2023 წლის მე-4 კვარტალიდან 2024 წლის მე-3 კვარტალის ჩათვლით): საქონლის იმპორტი ($14.7 მლრდ); საქონლის ექსპორტი ($8.3 მლრდ); ტურიზმიდან შემოსავლები მიგრაციის გარეშე (დაახლოებით $4.0 მლრდ); მიგრაციის ეფექტი (დაახლოებით $1.1 მლრდ); უცხოეთში მოგზაურობა ($490 მლნ); წმინდა ფულადი ტრანსფერები ($4.0 მლრდ); წმინდა დივიდენდები უცხოური ინვესტიციიდან ($1.1 მლრდ); წმინდა რეინვესტიცია უცხოური ინვესტიციიდან ($1.0 მლრდ); წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეინვესტიციის გარეშე (-$147 მლნ); წმინდა პორტფელური ინვესტიციები, სესხები და სხვა ინვესტიციები სექტორულად: მთავრობა ($309 მლნ), კერძო სექტორი ($192 მლნ), კომერციული ბანკები (-$133 მლნ).

რომელია ყველაზე მგრძნობიარე აღნიშნული ნაკადებიდან? ტურიზმიდან შემოსავლები, დაახლოებით 45%-იანი იმპორტის კომპონენტის ჩათვლით; მოთხოვნა ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე, რომელიც საქართველოში თითქმის მთლიანად იმპორტულია; და, აგრეთვე, ინვესტიციები. უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, მათ შორის, თებერვლის ჩათვლით, მიმდინარე მოვლენების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითია, განსაკუთრებით იმპორტის მხრივ, თუმცა არა - ლარზე. გარდა ამისა, თებერვლის საწყისი დღეების მდგომარეობით, ტურიზმის შემოსავლებში გარკვეული აღდგენა იკვეთება, ხოლო გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა დაბალ ნიშნულზე რჩება",- წერია პუბლიკაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები