მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Green Gardens Batumi-ის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა - პროექტის პარტნიორია “საქართველოს ბანკი”

საქბანკი
21.05.24 16:29
604
სტატიაში საუბარია:

ბათუმში Green Gardens-ის მიერ 3,580 კვ.მ. ფართობზე გაშენებული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. 2024 წლის ბოლოსთვის ქალაქის ცენტრიდან ავტომობილით 10 წუთის, ახალი ბულვარიდან კი - 5 წუთის სავალზე, კერძო სახლების პრესტიჟულ უბანში, ახალი, პრემიუმ კომპლექსის მშენებლობა უკვე დასრულდება და 16 მსურველს მყუდრო, კომფორტულ ვილას შესთავაზებს.

Green Gardens Batumi-ის კონცეფციაზე კომპანიის დირექტორსა და დამფუძნებელს, თამარ დიასამიძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თავისი ადგილმდებარეობით უნიკალურია.

“Green Gardens-ს კომპლექსი არის დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსი, რომელიც უნიკალურია ადგილმდებარეობით. ის მდებარეობს ქალაქის ტერიტორიაზე და, ამავდროულად, სიწყნარესა და სიმწვანეში, მრავალსართულიანი სახლებისგან, ურბანული ხმაურისგან შორს.

ჩვენს მცხოვრებლებს ერთგვარ „კომუნის“ კონცეფციას ვთავაზობთ, სადაც მათ სიმყუდროვე, სიმშვიდე, სიმწვანე, ჯანსაღი გარემო, კომფორტი, განვითარებული ინფრასტრუქტურა, დაცულობა და პრივატულობა დახვდებათ”, - ამბობს თამარ დიასამიძე.

Green Gardens-ის კომპლექსი, საცხოვრებელი სახლების გარდა, მობინადრეებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. მათ შორისაა, საბავშვო მოედანი, საცურაო აუზი, გამწვანება, 24/7 დაცვის სერვისი და ტერიტორიის ვიდეო მონიტორინგი, ეზოს მომსახურება (მეეზოვე/მებაღე). ასევე, ყველა მცხოვრებლისთვის ინდივიდუალური ეზო და საპარკინგე სივრცე.

Green Gardens Batumi-ის პროექტი 2023 წლიდან “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ხორციელდება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი დეველოპერული და ტურისტული სექტორის ხელშეწყობის პროცესში, საქართველოს ბანკი მათი სანდო პარტნიორია.

“საქართველოს ბანკი” პროექტის კონცეფციის ეტაპზევე გახდა ჩვენი მთავარი პარტნიორი. ბანკის კორპორატიულმა გუნდმა მაქსიმალურად უზრუნველყო, რომ პროექტის დაფინანსების პროცესი სწრაფად და ეფექტურად გაგვევლო. ბანკი არის ჩვენი ფინანსური გარანტი, რომ პროექტი დათქმულ ვადებში შესრულდება და ასევე ბანკის სხვა ერთეულებიც მაქსიმალურად გვიწყობენ ხელს, რომ ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს, დაინტერესების შემთხვევაში, ჰქონდეთ მარტივი და განსაკუთრებული პირობები უძრავი ქონების შეძენისას. მიმდინარე პერიოდში, უცხოელი მომხარებლებისგან საკმაოდ დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა. ჩვენი, Green Gardens Batumi-ის პროექტი, ვფიქრობ, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა როლი აქვს საფინანსო ინსტიტუტებს დეველოპერული და ტურისტული სექტორების განვითარებისთვის. ჩვენს პირველად კაპიტალს წარმოადგენა მიწის ნაკვეთი და სამშენებლო პროექტი/კონცეფცია. პარალელურად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს პარტნიორ სამშენებლო კომპანიებთან, მასალების მომწოდებლებთან თუ კერძო ინვესტორებთან, თუმცა დამატებითი ფინანსური რესურსის გარეშე, რაც საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსით სახით იქნა უზურნველყოფილი, ჩვენი იდეა შესაბამისი სისწრაფით და ეფექტურობით ნამდვილად ვერ განხორციელდებოდა”, - ამბობს Green Gardens-ის დირექტორი და დამფუძნებელი, თამარ დიასამიძე.

Green Gardens-თან ვილების კომპლექსზე მოთხოვნასა და საინვესტიციო პოტენციალზეც ვისაუბრეთ. როგორც თამარი აღნიშნავს, ბათუმში მცირე ზომის ბინებისა და აპარტოტელების მშენებლობის ტენდენცია მზარდია, თუმცა დიდი ზომის ოჯახებისთვის - არაპრაქტიკული. სწორედ ამ გამოწვევს პასუხობს Green Gardens Batumi.

“ბათუმის დეველოპერული სექტორი სულ უფრო და უფრო იზიდავს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ინვესტორებს. ბოლო წლების ტრენდი მცირე ზომის ბინების და აპარტოტელების ტიპის კომპლექსების მასიური მშენებლობაა. ხშირად, სტუმრად ჩამოსულ, დიდი ზომის ოჯახებს კომფორტული განთავსებისთვის რამდენიმე პატარა ბინის/აპარტამენტის დაქირავება უწევთ. შესაბამისად, ჩვენი კონცეფცია მაქსიმალურად მორგებულია საშუალო და დიდი ზომის ოჯახების მოთხოვნებზე, როგორც მუდმივად საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო მიზნებისთვის. ცალკე სეგმენტს წარმოადგენენ ის ადამიანები, ვისაც მუდმივად დისტანციურად უწევთ მუშაობა.

მათთვის მიმზიდველია დიდი ზომის საზაფხულო ფართები, , ხედები ქალაქზე და მთებზე, მშვიდი და მწვანე გარემო, ასევე ყველა ტიპის სერვისის ადგილზე მიწოდების შესაძლებლობა. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პროექტისადმი დაინტერესება არის როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი, საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებისგან (უკრაინის, თურქეთის, ბოლო პერიოდში კი ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან). გარდა ამისა, არსებული კვლევებით დასტურდება, რომ ადგილობრივი და უცხოელი ოჯახები, სულ უფრო ხშირად ეძებენ კეთილმოწყობილ კერძო სახლებს საქირავებლად. განვმეორდები, ეს ყველაფერი გამოწვეულია ქალაქის ცენტრალურ უბნებში მაღალი ურბანიზაციის დონით, საპარკინგე ადგილების სიმცირით და დეველოპერების მიერ მომხმარებლებისთვისს უფრო მეტად პატარა ზომის ბინების შეთავაზებით. დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლების პრემიუმ კომპლექსის, ვილების მშენებლობა ახალი მიმართულებაა ბათუმის დეველოპერულ ბაზარზე, ამ ტიპის საცხოვრებელ კომპლექსების უპირატოსებობებია: მაღალი ტევადობის სახლები, საკუთარი ეზოები, გამწვანება, საპარკინგე ადგილები და ჩვენს შემთხვევაში, ქალაქის მთავარ ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე. მსგავსი ტიპის ქონების საინვესტიციო მიზნებისთვის შეძენის შემთხვევაში, უკუგების ორი არხი მუშაობს, როგორც შემოსავალი იჯარიდან, ასევე ვილების „დროში ღირებულების ზრდა“ - განმარტავს თამარ დიასამიძე.

აჭარაში ტურისტული და დეველოპერული სექტორების განვითარების მნიშვნელობაზე “საქართველოს ბანკსაც” ვესაუბრეთ. როგორც ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი ნათია ღლონტი აღნიშნავს, Green Gardens Batumi რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

“საქართველოს ბანკისთვის მრავალი წელია პრიორიტეტს რეგიონების გაძლიერება წარმოადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი სამშენებლო, ტურიზმის, ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. ჩვენი და Green Gardens - ის თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარაში პრემიუმ კლასის ვილების სამშენებლო პროექტი ხორციელდება. მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონების გაძლიერებისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას, მსგავსი საინტერესო პროექტების განსახორციელებლად. საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, პარტნიორ კომპანიებს მათთვის საჭირო სხვადასხვა მიმართულებების გაძლიერებაში უჭერს მხარს, რათა ხელი შეუწყოს მათ, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ. Green Gardens - თან პარტნიორობის ფარგლებში, გარდა ფინანსური რესურსისა, საქართველოს ბანკი კომპანიას საკონსულტაციო, საოპერაციო და გაყიდვების მიმართულებით აქტიურად უჭერს მხარს”, - ამბობს ნათია ღლონტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები