"ტასჰაბის" რუბრიკაში "გზამკვლევი დეველოპერებისთვის" დეველოპერული კომპანია green land-ის პროექტი GREENITY-ა წარმოდგენილი, რომელიც კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქალაქური ცხოვრების სტილი მშვიდ და ჯანსაღ გარემო პირობებთან შერწყმული. პროექტში ყველა დეტალი დაგეგმილი და შესრულებულია იმგვარად, რომ შეიქმნას თანამედროვე და მიმზიდველი ატმოსფერო. 22 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი სანდრო ეულის 7 ნომერში შენდება და საუბარია ჯამურად 15-იდან 20 მლნ-მდე დოლარის ინვესტიციაზე.
ინტერვიუერი: სერგი გიორგაია - "ტასჰაბის" დამფუძნებელი & რუბრიკის წამყვანი;
სტუმარი: ლევან აგლაძე - Green Land-ის დამფუძნებელი, დირექტორი;