მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Greenwood Hotel, Restaurant & Spa - ახალი სასტუმრო მწვანე კონცხზე, ზღვისა და ბოტანიკური ბაღის ხედებით

გრინვუდი
12.07.24 13:24
678

ჩვენ როგორც ინვესტორები, ყოველთვის ვცდილობთ, საინტერესო პროექტები შევქმნათ, - ამის შესახებ Greenwood Hotel, Restaurant & Spa-ს მფლობელმა, ასთამურ ჩაზმავამ განაცხადა.

მისი თქმით, “გრინვუდი”, თავისი ადგილმდებარეობით, სივრცით და სერვისებით გამორჩეული და უნიკალურია, რომელსაც უკვე არაერთი მასპინძლობის ობიექტი აქვს, სასტუმროს, აპარტოტელის და რესტორნის სახით.

“ვეცადეთ, ყველანაირ სტუმარზე მორგებული ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, როგორც ბიუჯეტური, ასევე პრემიუმ კლასის სასტუმროებით.

“გრინვუდი”, ბუტიკური ტიპის პრემიუმ კლასის სასტუმროა, სადაც ძირითადი აქცენტი ბუნებასთან და გარემოსთან შერწყმაზე გავაკეთეთ. გვჯერა, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება და გახდება ადგილობრივების და ქალაქის სტუმრების სასურველი დასასვენებელი ადგილი, სადაც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ განტვირთვასაც შეძლებს სტუმარი.

დატვირთული ყოველდღიურობის ფონზე, დასვენება და ძალების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ზაფხულში შვებულებას ყველანი გულმოდგინედ ვგეგმავთ. ზღვა, სიმწვანე, საუცხოო ხედები, კომფორტი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება - ყველაფერს, რაც იდეალური დასვენებისთვისაა საჭირო, Greenwood Hotel, Restaurant & Spa ერთ სივრცეში აერთიანებს.

თუ ზაფხულის გატარებას შავიზღვისპირეთში გეგმავთ, გრინვუდის სასტუმროში საუცხოო ბუნება, პლაჟი, სუფთა ჰაერი, ულამაზესი ხედები და დაუვიწყარი გარემო გელოდებათ, სადაც მომავალში კიდევ არაერთხელ დაბრუნდებით”, - აცხადებს ასთამურ ჩაზმავა.

ინფორმაციისთვის, “გრინვუდის” სასტუმრო მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გვერდით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს.

სასტუმრო 74 ნომერს აერთიანებს. სტუმრებს თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა ზომის ნომრები ზღვისა, თუ ბოტანიკური ბაღის ხედით, ვერანდითა თუ პირადი ჯაკუზით. თითოეული ნომერი თანამედროვე ინტერიერითა და დახვეწილი დეტალებით გამოირჩევა და სტუმრების კომფორტისა და საუკეთესო განწყობის შესაქმნელად მაქსიმალურადაა აღჭურვილი, მათ შორის, საჭირო ტექნიკითა და სწრაფი ინტერნეტით.

“გრინვუდის” სასტუმროში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების სტუმრებს მყუდრო გარემო და შეუდარებელი მომსახურება დახვდებათ. გარემო როგორც ოჯახურ დასვენებას, ისე სამუშაო შეხვედრებისთვისაა გათვლილი.

“გრინვუდის” სტუმრებს მწვანე კონცხის პლაჟთან ერთად, სასტუმროს შიდა აუზი და სპაც ელოდებათ. “ლოტუსის” სპა დამსვენებლებს გამაახალგაზრდავებელ თერაპიას, არომათერაპიას, სახისა და სხეულის მასაჟს, თურქულ აბანოებს, ფინურ საუნასა და სხვა სასარგებლო თუ სასიამოვნო პროცედურებს სთავაზობს.

“გრინვუდის” სტუმრებს რესტორანი “ლოვატი” დაუვიწყარ გასტრონომიულ თავგადასავლებს ჰპირდება. ყველასათვის საყვარელ კერძებთან ერთად “ლოვატში” ტრადიციული ქართული სამზარეულოს, მათ შორის, ადგილობრივი კერძების დაგემოვნება სასტუმროდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები