სასტუმრო Paragraph-ი უძრავი ქონების სექტორის მთავარ ყოველწლიურ კონფერენციას - GREMO 2026-ს მასპინძლობს. კონფერენცია უკვე წლებია BMG-სთან კოლაბორაციით, გადაცემის „უძრავი ქონების პროსპექტი“ ქოლგის ქვეშ იმართება და 150-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ პირს - დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების დამფუძნებლებს, ინვესტორებს, არქიტექტორებს, იურისტებსა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააერთიანებს. კონფერენციაზე წარმოდგენილია ექსკლუზიური პრეზენტაციები, გაიმართება პანელური დისკუსიებიც. რა არის წლევანდელი კონფერენციის მთავარი განსახილველი საკითხები და რა საკითხების განხილვა მიმდინარეობს GREMO 2026-ზე?






























