მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გრენლანდიის ახალი პრემიერი დონალდ ტრამპს პასუხობს

იენს-ფრედერიკ ნილსენი

გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, რომელთა შედეგად მთავრობა დემოკრატიულმა პარტიამ დააკომპლექტა, ხოლო პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა იენს-ფრედერიკ ნილსენი აირჩია. როგორც დანიის ტერიტორიის ავტონომიური ტერიტორიული ერთეულის მმართველმა Facebook-ში დაწერა, გრენლანდიის მომავალს მხოლოდ გრენლანდიელები გადაწყვეტენ, რომლებიც აშშ-სთან შეერთებას არც კი განიხილავენ, ანუ შეერთებული შტატები გრენლანდიას ვერ მიიღებს.

იენს-ფრედერიკ ნილსენის ეს განცხადება მოულოდნელი არ არის, რადგან ასე, პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეიდი ვენსს უპასუხა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზა მოინახულა. როგორც მან საქმიანი ვიზიტის დროს განაცხადა, გრენლანდიის უსაფრთხოებაზე დანია არასაკმარისად ზრუნავს. ვიცე-პრეზიდენტის ამ გამონათქვამს მარტივი ახსნა აქვს, რადგან სამხედრო დანიშნულების გარდა, გრენლანდია აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური კუთხითაც.

გრენლანდია, რომელიც ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ძევს, მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, რომლის ფართობი 2.16 მილიონი კვადრატული კილომეტრია. ამ მაჩვენებლით, ტერიტორიულ ერთეულებს შორის გრენლანდია მეათე ადგილს იკავებს და ფართობით ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა საუდის არაბეთი, უკრაინა, საფრანგეთი და ესპანეთი. გრენლანდიის ტერიტორიის 80% ყინულით არის დაფარული, რაც იქ არსებულ ძალიან ცივ კლიმატს უკავშირდება. ყინულის გამო, გრენლანდიაზე დედამიწის მტკნარი წყლის რეზერვის 8% არის კონცენტრირებული, მაგრამ გლობალური დათბობის გამო გრენლანდიაზე არსებული ყინული სწრაფად დნება.

გეოგრაფიულად, გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკას მიეკუთვნება, მაგრამ ისტორიულად ისე გამოვიდა, რომ კუნძული დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის. დანიასთან არსებული სიახლოვის მიუხედავად, გრენლანდია თვითმმართველი ერთეულია, რომელსაც საკუთარი მთავრობა და პარლამენტი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები