მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიბოედოვის თეატრში გასამართი წარმოდგენა გაუქმებულია - მიზეზები

641d94bd262b0
BM.GE
24.03.23 16:52
510
გრიბოედოვის თეატრში, სასტუმრო „ვინოტელის“ მიერ ორგანიზებული, 18 აპრილს გასამართი, რუსი ხელოვანის, მიხეილ კოზანიკის წარმოდგენა „კულტურის საიდუმლო ნიშნები“ გაუქმებულია. ამის შესახებ განცხადება დღეს, biletebi.ge-მ გაავრცელა.

„ღონისძიება გაუქმებულია. არტისტს დარღვეული ჰქონდა კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". კომპანია ერთგულია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის. მადლობას გიხდით, ინფორმაციის მოწოდებისთვის, ძალა ერთობაშია!“ - ნათქვამია biletebi.ge-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Biletebi.ge-ს წარმომადგენელი გიორგი ჩხიკვიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ ბილეთების გაყიდვა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და მათი ნაწილი უკვე გაყიდული იყო, თუმცა მყიდველებს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

„ჩვენ და ასევე მასპინძელი კომპანია ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ამიტომ მაშინვე როგორც კი გაირკვა ეს ფაქტი, ორგანიზატორმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და გააუქმა ღონისძიება“, - განმარტა Biletebi.ge-ს თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა.

სასტუმრო "ვინოტელის" დამფუძნებელი ბენო ქაშაკაშვილი BM.GE-სთან ადასტურებს, რომ კომპანია აღნიშნული ღონისძიების სპონსორი იყო.

"კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობას ყოველთვის ვცდილობთ, საწყენია, რომ ამ არტისტს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი ჰქონია დარღვეული, რის გამოც ღონისძიება გაუქმნა", - აღნიშნა ბენო ქაშაკაშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები