მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გრიდ ქონსთრაქშენის“ 15-წლიანი ისტორია - ქართული სამშენებლო სტარტაპის წარმატების ქეისი

637c8feb2f7ce
BM.GE
22.11.22 15:00
3507
საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ზუსტად 150 დღეში შენდება, გარშემორტყმული მწვანე ეზოებით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით და აცოცხლებს მივიწყებულ, თბილისური ეზოს გარემოს და ურთიერთობებს - ასეთი უკვე რამდენიმე პროექტი გაჩნდა თბილისში ბოლო წლებში: შენი სახლი ჯიქიაზე, შენი სახლი კიკვიძის ბაღთან, შენი სახლი სამგორში, შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე...

სამშენებლო კომპანია, რომელმაც ყველა ეს პროექტი განახორციელა, „გრიდ ქონსთრაქშენია“ და დღეს ის თავის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„გრიდ ქონსთრაქშენის“ მთავარი დამკვეთი ქართულ-ესტონური დეველოპერული კომპანიაა, რომელიც წლებია ბაზარზე მომხმარებლისთვის „შენი სახლის“ კონცეფციას თბილისის სხვადასხვა უბნებში განსხვავებული გარემოთი, მყუდრო და კომფორტული ცხოვრებისთვის ქმნის.

მაღალი ხარისხით ნაშენები 45 საცხოვრებელი სახლი, 300-მდე დასაქმებული თანამშრომელი, ₾30-მილიონიანი წლიური ბრუნვა, 7 ჰექტარის ფართობზე დასრულებული და 14 ჰექტარზე მიმდინარე პროექტები - ეს სამშენებლო კომპანია „გრიდ ქონსთრაქშენის“ პორტფოლიოს ძირითადი რიცხვებია.

Doka, KNAUF, „ჰაიდელბერგცემენტი“ კი, არასრული ჩამონათვალია იმ მომწოდებლების, რომელთან პარტნიორობითაც საცხოვრებელი ბინების ხარისხიან მშენებლობას უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფენ.



2021 წელს „გრიდ ქონსთრაქშენმა“ დაასრულა „შენი სახლი ჯიქიაზე“ და „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“ კომპლექსების სამშენებლო სამუშაოები. დღეს კომპანია, პარალელურად, სამ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს - შენი სახლი სამგორში, ლისზე, და უნივერსიტეტის ქუჩაზე. „გრიდის“ მთავარი ნოუ ჰაუ - 150 დღეში სახლის დასრულება, ხარისხის მაღალი სტანდარტის განუხრელი დაცვით, ამ პროექტებშიც დაცული იქნება.

„ჩვენმა კომპანიამ საქმიანობა საკმაოდ კრიზისულ პერიოდში, 2007 წელს, ABT International-ის სახელით დაიწყო. „თიბისი ბანკი“-ს ნდობა მოვიპოვეთ და სამშენებლო საქმიანობაში აქტიურად ჩავერთეთ, - გვიყვება „გრიდ ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორი, დიმიტრი მერაბიშვილი - „ყველაზე მასშტაბური პროექტები ჩვენთვის 2013 წლიდან იწყება, როცა „შენი სახლი ჯიქიაზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელი გავხდით“.

გასულ წელს კომპანიის მენეჯმენტმა რებრენდინგის გადაწყვეტილება მიიღო და ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად, ABT International ბაზარზე ახალი - „გრიდ ქონსთრაქშენის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას. დღეს, 2022 წლის 22 ნოემბერს, „გრიდ ქონსთრაქშენი“ ქართულ ბაზარზე შემოსვლის 15 წელს აღნიშნავს. 15 წელი საკმაო დროა საკუთარი შედეგების შეჯამებისთვის და ჩვენთვისაც საინტერესოა აღმოჩნდა ამ პერიოდის ნამუშევრის შეფასება.

- თქვენმა კომპანიამ მთელი ამ წლების განმავლობაში, განხორციელებული პროექტებით საკმაოდ კარგი რეპუტაცია შეიქმნა. რატომ მიიღეთ კომპანიის რებრენდინგის გადაწყვეტილება და როგორ დაგეხმარებათ ეს ბაზარზე პოზიციონირებაში?

2021 წლამდე კომპანია ABT International-ის სახელით იყო ცნობილი, დღეს კი ბაზარზე „გრიდ ქონსთრაქშენის“ სახელით, ახალი ლოგოთი და მისიით განაგრძობს პოზიციონირებას. ეს არ იყო მხოლოდ სახელის ცვლილება - კომპანიამ ბოლო ერთ წელიწადში ორგანიზაციული, სტრატეგიული, კორპორაციული და შიდა პოლიტიკური ცვლილებები განიცადა. ვფიქრობ, ეს აუცილებელი ცვლილებები იყო, რომელიც კომპანიის ზრდამ მოიტანა. შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელი იყო კორპორაციული მართვის სისტემების დახვეწა და განვითარების ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება.

ამის გარეშე ვერ უზრუნველვყოფთ მშენებლობაში სისწრაფეს, სიზუსტეს და ხარისხის უმაღლეს სტანდარტს, რაც ჩვენი მთავარი სამარკო ნიშანია. კომპანიის სახელწოდებაც სწორედ ამას უკავშირდება.



- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მშენებლობაში ინოვაციურობა და ზოგადად, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე - რას სთავაზობთ პარტნიორებს და რატომ ირჩევენ "გრიდ ქონსთრაქშენს"?

თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების შემოტანა-დანერგვა არის ის, რასაც „გრიდ ქონსთრაქშენი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. დღეს მშენებლობის ინდუსტრია ძალიან დინამიკურად ვითარდება მსოფლიოში და ბევრი ტექნოლოგიაა, რომლის საქართველოში დანერგვა აუცილებელი და საჭიროა.

ჩვენ თავიდანვე პრიორიტეტად დავისახეთ ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა და გამოყენება ჩვენს პროექტებში. მუდმივად ვმონაწილეობთ და ვესწრებით საერთაშორისო სამშენებლო გამოფენებსა და ფორუმებს, სადაც დიდ ცოდნას ვაგროვებთ და შემდგომ მშენებლობაში ვნერგავთ. თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ვადები და მშენებლობის პროცესი უფრო გავამარტივოთ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობაც - ვაშენებთ ხარისხიანად უმოკლეს ვადებში.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც კომპანია დიდ პრიორიტეტს ანიჭებს, უსაფრთხოებაა - როგორც მშენებლობის პროცესში თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის, ასევე საცხოვრებელ კორპუსში უსაფრთხოების ნორმების შექმნის მიზნით. „გრიდ ქონსთრაქშენი“ უსაფრთხოების პროფესიონალურ კომპანიებთან თანამშრომლობს, რომლებიც ობიექტზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ. რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობას, ყველა დეტალი მაცხოვრებლების უსაფრთხო და მშვიდი ცხოვრებისთვის არის გათვალისწინებული.

- პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა კრიზისმა ყველა მიმართულებით გავლენა იქონია. რა გავლენა მოახდინა „გრიდ ქონსთრაქშენზე“ პანდემიამ და დღეს უკვე რუსეთ-უკრაინის ომით შექმნილმა მდგომარეობამ?

ამ ყველაფერმა, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა, რაც სამშენებლო ინდუსტრიაზეც აისახა - განსაკუთრებით მასალების და მომსახურების ფასების მატებაზე. თუმცა მშენებლობა იყო და არის ერთ-ერთი სფერო ბაზარზე, რომელსაც ფუნქციონირება არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია და, ყველაფრის მიუხედავად, ოპერირება განაგრძო. ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, უძრავ ქონებაზე კიდევ უფრო გაზრდილი მოთხოვნაა.



- დღევანდელი დღე თქვენთვის საიუბილეოა. როგორია კომპანიის სამომავლო მიზნები?

„გრიდ ქონსთრაქშენი“ ნერგავს და ავითარებს შიდა სტანდარტებს, როგორიც არის რეპორტინგი, KPI სამოტივაციო სისტემა, პროცესუალური ანალიტიკა და სხვა. ეს კომპანიის მართვის ეფექტიანობას უზრუნველყოფს. სამომავლოდ, თანამედროვე მიდგომებით პროექტის მართვის ყველაზე მოსახერხებელი და მარტივი გზების შექმნას ვგეგმავთ, რაც კომპანიას დამკვეთთან და პროექტის გუნდთან კომუნიკაციას გაუადვილებს. ასევე, სამშენებლო სფეროში გენდერული ბალანსის უზრუნველყოფას ვუწყობთ ხელს. მომდევნო წლიდან ვგეგმავთ ახალი მიმართულებების დამატებას ჩვენს სერვისებში და კიდევ უფრო გავამყარებთ ჩვენს პოზიციონირებას, როგორც ინოვაციური, ხარისხიანი და მაქსიმალურად ვადების დაცვაზე ორიენტირებული კომპანიის.



®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები