გრიფირების პროცესში არსებულ ხარვეზებზე განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური დასკვნას სექტემბერში გამოაქვეყნებს. როგორც განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე პროცესში ჩართულია სამინისტროც. ამასთან მინისტრმა გამომცემლებთან შეხვედრაც დაანონსა.
„გრიფირების პროცესში გვაქვს ხარვეზები. იყო ბევრი განცხადება და მომართვიანობა, რომელიც სხვადასხვა პრობლემებს ეხებოდა. პროცესში ჩაერთო აუდიტის სამსახური, რომელიც სწავლობს ამ პროცესს. გამომცემლებთან გვექნება შეხვედრები. იმ ეტაპზე ვართ როდესაც პარალელურად აუდიტისა ჩვენც ჩართულები ვართ ამ პროცესში და სექტემბერში გვექნება დასკვნა იმ ხარვეზებზე რომელიც გვაქვს. ყველა მხარეს ვთხოვთ რომ მიაწოდოს აუდიტს ინფორმაცია.
აუდიტის დასკვნის შემდეგ ნებისმიერი გადაწყვეტილებების მისაღებად მზად ვართ“, - ამბობს მინისტრი და დასძენს, რომ სახელმძღვანელოების ბოლო ეტაპზე ბეჭდვა არ უნდა ხდებოდეს.
„ სექტემბერში მოსწავლეები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ“, - განაცხადა მინისტრმა.

























