მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ

გეგელია

დღეს “ლელო - ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.

“ლელო - ძლიერი საქართველოს" განცხადებით, გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა.

"შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ. “ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს. პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” - როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!",- აცხადებენ პარტიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები