მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრინვეი 5 წლისაა - 1 500 000 მომხმარებელი და 31 სერვის ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით

კომპანია „გრინვეის“ ისტორია ზუსტად 5 წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექინსპექტირების რეფორმა ამოქმედდა. 54 მილიონი ლარის საწყისი ინვესტიციით დაწყებული საქმე მალევე იქცა ბიზნესად, რომელმაც ტექინსპექტირების სფეროში მანამდე არსებული არასახარბიელო პრაქტიკა შეცვალა და ის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე გადაიყვანა. დღეს „გრინვეის“ ბაზრის 40%-მდე უჭირავს. ის მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 სერვის ცენტრს ფლობს, ასაქმებს 300-ზე მეტ ადამიანს და ჩატარებული აქვს 1 500 000 ტექინსპექტირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები