მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გრინვეი აკადემიის“ მორიგი ტრენინგები ჩატარდა

გრინვეი აკადემია
17.10.24 18:11
27

„გრინვეი აკადემია" წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ ცენტრს, რომლის ფარგლებშიც არამარტო გრინვეისთვის, არამედ მთელი ინდუსტრიისთვის შეიქმნა შესაძლებლობა ერთიანი სტანდარტებით მომზადდეს და გადამზადდეს ავტომობილის ინსპექტირების სპეციალისტები.

პროექტის ფარგლებში გრძელდება შემუშავებული სასწავლო მოდულის მიხედვით „გრინვეი საქართველოს“ თბილისისა და რეგიონების სერვის ცენტრების მენეჯერების, გრითერ/ოპერატორების და ინსპექტორების საპილოტო ტრენინგები.

გადამზადება ხორციელდება სასწავლო პლატფორმის academy.greenway.ge შემეცნებითი და სასწავლო ვიდეო გაკვეთილებით.

კურსი მოიცავს სერვის პლუსის ტრენინგებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, რა დროსაც განიხილება შემდეგი საკითხები: მომხმარებლებთან ურთიერთობის მნიშვნელობა ავტომობილების ტექინსპექტირების სფეროში, ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტებისა და პრობლემების გადაჭრა; ინსპექტირების პროცესის სწორედ წარმართვა, ტექნიკური მახასიათებლების შემეცნება/განხილვა;

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ნოემბერში "გრინვეი აკადემიამ" USAID-სა და გრინვეის თანამშრომლობის ფარგლებში სტარტი აიღო. პროექტის მიზანს თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ ცენტრისა და სასწავლო მოდულების შექმნა წარმოადგენდა, რომლებიც ახალი პროფესიის, "ტექნიკური ინსპექტორის", გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. პროექტი ასევე ტექინსპექტირების რეფორმის განმტკიცებასა და ერთიანი სტანდარტების დანერგვის მიზნით დაიგეგმა. გაზაფხულზე მთელი საქართველოს მასშტაბით, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობდა საპილოტე ტრენინგები. ხოლო 2024 წლის შემოდგომიდან, კი "გრინვეი აკადემიამ" განაახლა სრულმასშტაბიანი ფუნქციონირება და უკვე გადამზადება თანამშრომლების მეორე ნაკადი.

გრინვეი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს, რაშიც „გრინვეი აკადემია“ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები