USAID-ის თანამშრომლობით "გრინვეი აკადემია" შეიქმნა. პროექტის მხარდამჭერები ტექნიკური ინსპექტირების მსოფლიო ლიდერი "აპლუსი", საერთაშორისო ასოციაცია "სიტა" და ასევე, ქართული ორგანიზაცია "ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის" იყვნენ. აკადემიის შექმნა ტრენინგ კურსების მომზადებას, სასწავლო ვიდეო მასალების შექმნას და სპეციალური საგანმანათლებლო პლატფორმის ამოქმედებას ითვალისწინებს. გუშინ აღნიშნულ თემაზე "გრინვეი საქართველომ" პრეზენტაციაც გამართა, ასევე დაწყებულია ტრენინგ კურსებიც.