ქვეყანაში წელს ვირუსების სეზონი ტრადიციულზე ადრე დაიწყო. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 7% კი კორონავირუსზე მოდის. უკვე დაფიქსირდა A ტიპის გრიპის ვირუსიც, თუმცა ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შემოსულა. „დაავადებათა კონტროლის ცენტრში“ ამბობენ, რომ ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად სისტემა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება.
სტუმარი: ივანე ჩხაიძე - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი;