მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიპის ვაქცინის შეძენისთვის სახელმწიფომ 18 მლნ ლარამდე უკვე გადაიხადა - გიორგი წოწკოლაური

5f8060e77346c
ვიქტორია მღებრიშვილი
09.10.20 17:15
1538
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, გრიპის ვაქცინის შემოსატანად პირველი ეტაპისთვის სახელმწიფომ 18 მლნ ლარამდე გადაიხადა. მისი მტკიცებით, პირველი ეტაპის ფარგლებში შემოსული ვაქცინის მოცულობა საკმარისი იქნება რისკ ჯგუფების ასაცრელად.

„დღეისთვის უკვე გადახდილი გვაქვს 16 მლნ ლარზე მეტი, 18 მლნ ლარამდე. ეტაპობრივად იქნება ვაქცინის შემოდინება საქართველოში. შემოტანილი ვაქცინები პირველ რიგში მოხმარდება მოწყვლად ჯგუფებს, შემდგომ უკვე განევრცობა მთლიანად საზოგადოებაზე. დაახლოებით 300 000 ცალამდე იქნება პირველ ეტაპზე შემოტანილი“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა ჯანდაცვის კომიტეტში.

ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტზე კითხვა დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, პირველი ეტაპის ვაქცინის რაოდენობა რისკ ჯგუფებს არ ეყოფა, რადგან ქვეყანაში 800 000-მდე პენსიონერია, ხოლო შშმ პირებთან ერთად მათი რაოდენობა 850 000-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები