მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გრიპის ვაქცინის შესაძენად დაახლოებით, 700 000 ლარი დაიხარჯება

5c3dc402af629
ელენე გოგბერაშვილი
15.01.19 15:45
672
„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩამოტანას ორშაბათს ველოდებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს.

მისი თქმით, პრიორიტეტი ძირითადად იქნება რისკ ჯგუფები, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ არავინ არ დარჩება, ვინც საჭიროებიდან გამომდინარე ვაქცინას ვერ მიიღებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სახელმწიფო დამატებით 3000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შეიძენს.

„ვაქცინაცია არცერთი ქვეყნის სავალდებულო ვაქცინაციის ჩამონათვალში არ შედის. ის არის ნებაყოფლობითი და როგორც წესი, ეს კულტურა საქართველოშიც იზრდება. პირველ წელს სახელმწიფომ 4000 დოზა იყიდა და ავცერით ძირითადად რისკ ჯგუფები. შარშან გავაორმაგეთ რაოდენობა ანუ 20 000-დან 41 000-მდე ავედით 2018 წელს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად გაწეულ ხარჯებს, bm.ge-ის კითხვაზე საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ყოველი სეზონური გამწვავება ბიუჯეტს 10 მილიონი ლარი უჯდება. სწორედ ამ 10 მილიონ ლარში შედის გრიპის ვაქცინის დამატებითი მარაგების შესაძენად საჭირო ხარჯები, რაც სერგეენკოს თქმით, დაახლოებით, 700 000 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები