მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიპის ვაქცინაცია დაიწყო - რისგან დაგვიცავს ვაქცინა?

4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკჯგუფებს ჩაუტარდა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა.

სტუმარი: ივანე ჩხაიძე - იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები