ციციშვილის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკებში ვირუსული ინფექციებით მიმართვიანობის მაჩვენებელი გაზრდილია.
როგორც ჩხაიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, "კოვიდ" პანდემიის შემდეგ შეცვლილია ვირუსების სეზონურობაც, განსაკუთრებით ხშირი ავადობით კი "კოვიდ" გადატანილი პაციენტები გამოირჩევიან.
„მომართვიანობა ძალიან მაღალია, 2022 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე ვირუსების სეზონურების ხასიათი აბსოლუტურად შეცვლილი იყო. გარკვეული ვირუსები გაზაფხულზე და შემოდგომაზეა, ზაფხულის პერიოდში უფრო ნაწლავური ვირუსები ჭარბობს, მაგრამ წელს სრულიად სხვანაირი სიტუაცია იყო. "ბრონხიორიტი" არის ასეთი დაავადება, რომელიც უფრო პატარა ასაკშია გავრცელებული. ამ მხრივ მომართვიანობა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი იყო. "კორონას" შემდეგ ამ ვირუსული ინფექციით ავადობა გახშირდა. ეს ვირუსი განსაკუთრებით მძიმედ ახალშობილებში და ჩვილებში მიმდინარეობს. ასეთ ბავშვებს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. "კორონა" ვირუსთან ყველა ვირუსი კავშირშია, რადგან გარკვეული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა დიდებსაც და პატარებსაც შეხვდა.
მომართვიანობა მაღალია რინოვირუსის და ადენოვირუსის მხრივ. გრიპისმაგვარი დაავადებებით უფრო ხშირი მოავადეები ისინი გახდნენ, ვინც "კოვიდი" გადაიტანა, რადგან არ იყო ისეთი მარტივი, როგორც ზოგიერთი თვლიდა. იმუნიტეტი დაასუსტა და ორგანიზმს წერტილში დაარტყა.
გასულ წელს ნიღბის ტარება ძალიან მაღალ ნიშნულზე იყო, ამასთან ბავშვები არ დადიოდნენ ბაღებსა და სკოლებში, ამიტომ გავრცელება ნაკლები იყო. წელს გრიპის შემთხვევები უფრო მეტი იქნება და შემთხვევების მატებას ნოემბრიდან ველოდებით. გართულებების თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია გრიპის აცრების გაკეთება, რომელიც რისკ ჯგუფებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. 4 კვირაა საშუალოდ საჭირო იმუნიტეტის გამომუშავებისთვის, ამიტომ კარგი იქნება თუ ზრუნვას მოსახლეობა უკვე დაიწყებს“ - განაცხადა ჩხაიძემ.