მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გრიპზე სეზონური ვაქცინით 150 000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა - სამინისტრო

აცრა

საქართველოში სეზონური გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით 150 ათასამდე ადამიანი აიცრა - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების პრეპარატი ყველისთვის ხელმისაწვდომია და ვაქცინაცია უფასოდ ტარდება.

ამ ეტაპზე, ქვეყნის ყველა რეგიონში დომინირებს A/H3N2 ვირუსი, თუმცა დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ინფექციებიც რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი და სხვა.

ვაქცინაცია რეკომენდებულია მთელი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი რისკ ჯგუფებისთვის - ორსულები, ხანდაზმულები, 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვები, იმუნოსუპრესიული მდგომარეობის მქონე პირები და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები.

პრევენციის მიზნით, კვლავ აქტუალურია ხელების ხშირი დაბანა, სივრცეების განიავება და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება.

დღევანდელი შეფასებით, ეპიდსიტუაცია მართვადია, ხოლო ჯანდაცვის სისტემა სეზონის პიკური ეტაპისთვის „სრულად მზადყოფნაშია“ და მოქალაქეებს დროულ მომსახურებას ჰპირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები